Skip Main Navigation
  • Collapsed Find & Reserve Hotels, Deals & More
  • Collapsed Reservations View & Manage
  • Or sign in using:
  • Not a member?
    Join Now

MARRIOTT GROUP GLOBAL-ის კონფიდენციალობის ანრაგიში

ბოლო განახლება: 2016 წლის 1 ივლისი

MARRIOTT GROUP რომელშიც შედის Marriott International, Inc.და მისი შვილობილი კომპანიები, მათ შორის The Ritz-Carlton - ის სასტუმროები, გაფასებთ თქვენ, როგორც ჩვენს სტუმარს და ვაღიარებთ, რომ კონფიდენციალურობა მნიშვნელოვანია თქვენთვის. ჩვენ გვინდა, რომ თქვენ გაეცნოთ, თუ როგორ ვაგროვებთ, ვიყენებთ და ვამჟღავნებთ ინფორმაციას. კონფიდენციალურობის ეს ანგარიში აღწერს Marriott Group -ის მიდგომებს კონფიდენციალურობის საკითხებში იმ ინფორმაციათან დაკავშირებით, რომელსაც ვაგროვებთ ჩვენ მიერ შემუშავებული საიტების მეშვეობით, საიდანაც ხელი მიგიწვდებათ კონფიდენციალურობის ამ ანგარიშზე, მათ შორის Marriott.com, Ritz-Carlton.com და სხვა საიტები, რომელსაც ფლობს ან აკონტროლებს Marriott Group, (მთლიანად " ვებსაიტები ") პროგრამული აპლიკაციების მეშვეობით, რომლებიც ხელმისაწვდომი გავხადეთ კომპიუტერებითა და მობილური მოწყობილობებით (" აპლიკაციები "), ჩვენს მიერ კონტროლირებადი ჩვენი სოციალური მედიის გვერდების საშუალებით, , საიდანაც ხელი მიგიწვდებათ კონფიდენციალურობის ამ ანგარიშზე, (მთლიანად, ჩვენი" სოციალური მედიის გვერდები "), HTML -ფორმატირებული ელექტრონული ფოსტის მესიჯების მეშვეობით, რომელსაც გიგზავნით და რომელიც კონფიდენციალურობის ამ ანგარიშს უკავშირდება, და თქვენი ჩვენთან კომუნიკაციებით და როდესაც თქვენ რჩებით, როგორც სტუმარი ერთ-ერთ ჩვენს სასტუმროში ან სხვა უძრავ ქონებაში (მთლიანად, მათ შორის, საიტების, პროგრამების, აპლიკაციების და ჩვენი სოციალური მედიის გვერდების ჩათვლით, " ონლაინ მომსახურება , " და ოფლაინ არხები, " მომსახურება ") . ჩვენთვის პერსონალური და სხვა ინფორმაციის მოწოდებით, კონფიდენციალურობის ამ ანგარიშის ვადებსა და პირობებს ეთანხმებით.

Drawers

პირადი ინფორმაციის თავმოყრა

" პირადი ინფორმაცია " არის ინფორმაცია, რომელიც თქვენი, როგორც პიროვნების იდენტიფიცირებას ახდენსან სხვა განსაზღვრულ ადამიანს ეხება. ჩვენ შეგვიძლია შემდეგი სახის პირადი ინფორმაციის შეგროვება :

  • სახელი, სქესი, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი, თქვენი პოზიცია, დაბადების თარიღი და ადგილი, მოქალაქეობა, პასპორტი, ვიზა ან სახელმწიფოს მიერ გაცემული სხვა საიდენტიფიკაციო ინფორმაცია;
  • სასტუმროში განთავსების ინფორმაცია, მათ შორის სასტუმროები, სადაც ადრე დარჩენილხართ, ჩამოსვლისა და გამგზავრების თარიღები, შეძენილი საქონელი და მომსახურება, სპეციალური მოთხოვნები, ინფორმაცია და დაკვირვების მონაცემები თქვენი მომსახურების შეღავათების შესახებ (მათ შორის ოთახის ტიპები, შეღავათები, გართობა, მოთხოვნილი დამატებითი მომსახურებები, ბავშვების ასაკი ან გამოყენებული მომსახურების რაიმე სხვა ასპექტები);
  • დარეკილი ტელეფონის ნომრები, გაგზავნილი /მიღებული ფაქსები ან სატელეფონო მესიჯები, ასევე ის სატელეფონო მომსახურებები, რომლებიც გაეწია სტუმარს სასტუმროში ცხოვრების პერიოდში.
  • საკრედიტო და სადებეტო ბარათების ნომრები;
  • Marriott ან Ritz-Carlton Reward ინფორმაცია, ონლაინ მომხმარებლის ანგარიშების დეტალები, პროფილისა ან პაროლის დეტალები, მოგზაურობის დეტალები და ნებისმიერ პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია;
  • დამსაქმებელი ან სხვა შესაბამისი დეტალები, თუ თქვენ კორპორატიული ანგარიშის მფლობელი, მიმწოდებელი ან ბიზნეს პარტნიორის სხვა ტიპი ხართ, (მაგ. ტურიზმის აგენტი ან შეხვედრის და ღონისძიების მგეგმავი);
  • დამატებითი საკონტაქტო ინფორმაცია თქვენს შესახებ, რაც შეიძლება მივიღოთ მესამე მხარის მიერ, რომელთანაც ბიზნესს ვაწარმოებთ (მაგ. ტურისტული აგენტები ან მსგავსი პროვაიდერები);
  • პროფილის სურათი;
  • სოციალური მედიის ანგარიშის ან მომხმარებლის ID.

თუ თქვენ წარადგენთ რაიმე პირად ინფორმაციას, რომელიც სხვა პიროვნებებს ან ჩვენი მომსახურების პროვაიდერებს ეხება, (მაგ. თუ თქვენ სხვისთვის წინასწარ დაკვეთას აკეთებთ) თქვენ უნდა დაგვისაბუთოთ, რომ ამის უფლებამოსილება გაქვთ და ინფორმაციის გამოყენების ნებას დაგვთავთ კონფიდენციალობის ამ ანგარიშის შესაბამისად.

ჩვენ და ჩვენი მომსახურების პროვაიდერებმა პერსონალური ინფორმაცია შეიძლება სხვადასხვა გზით მივიღოთ, მათ შორის:

  • ჩვენი ონლაინ მომსახურებით : ჩვენ შეიძლება პირადი ინფორმაცია მივიღოთ, როდესაც თქვენ ჯავშნით ან ჩვენგან სხვაგვარად იძენთ საქონელსა და მომსახურებას, გვიკავშირდებით ონლაინ ჩატის მეშვეობით, გვაცნობებთ რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნის ან შეღავათის შესახებ, რაც შეიძლება გქონდეთ, იწერთ ბიულეტენს ან მონაწილეობას იღებთ კვლევაში, კონკურსში, ან სარეკლამო შეთავაზებაში.
  • ჩვენი ოფლაინ მომსახურებით : ჩვენ შეიძლება თქვენგან პირადი ინფორმაცია ოფლაინ მივიღოთ, მაგალითად, როდესაც თქვენ ერთ-ერთ ჩვენი ბრენდის რომელიმე სასტუმროს ეწვევით, აკეთებთ წინასწარ ჯავშანს ტელეფონით ან კლიენტთა მომსახურებას უკავშირდებით.
  • სხვა წყაროებიდან : ჩვენ შეიძლება თქვენი პირადი ინფორმაცია მივიღოთ სხვა წყაროებიდან, როგორიცაა საჯარო მონაცემთა ბაზები, ერთობლივი მარკეტინგული პარტნიორები და სხვა მესამე მხარე. ეს შეიძლება მოიცავდეს ინფორმაციას თქვენი ტურისტული აგენტისგან, ავიაკომპანიისგან, საკრედიტო ბარათიდან და სხვა პარტნიორებისგან, ასევე სოციალური მედიის პლატფორმებიდან (მათ შორის იმ ადამიანებისგან, რომელთანაც თქვენ მეგობრობთ ან სხვაგვარად ხართ დაკავშირებულნი). მაგ. თუ აირჩევთ ონლაინ სერვისებში შესვლას, დაკავშირებას ან ბმულზე გადასვლასთქვენი სოციალური მედიის ანგარიშის გამოყენებით, ჩვენ გავიზიარებთ გარკვეულ პირად ინფორმაციას თქვენი სოციალური მედიის ანგარიშიდან, რომელიც შეიძლება შეიცავდეს იმ პირად ინფორმაციას, რომელიც თქვენიან თქვენი მეგობრების პროფილების ნაწილია.
  • უფლებამოსილი თანამფლობელებისგან : Marriott კომპანიებმა დროდადრო შეიძლება სალიცენზიო ან სხვა მსგავსი სახის ხელშეკრულება დადოს მესამე მხარესთან პროდუქციისა და მომსახურების გასაყიდად Marriott Group-ის ბრენდის სახელით. ასეთი „უფლებამოსილი თანამფლობელი“ Marriott Group -გან დამოუკიდებელია. უფლებამოსილი თანამფლობელების მაგალითებში შედის ორგანიზაციები, როგორიცაა Marriott -ის მსოფლიო მაშტაბით მოგზაურობის კორპორაცია, Marriott -ის მოგზაურობის კლუბის ოპერატორი, Marriott-ისა და Ritz-Carlton-ის ბრენდირებული უძრავი ქონების დეველოპერები, როგორიცაა Ritz-Carlton Residences და Marriott Rewards-ის საკრედიტო ბარათის გამცემი.
  • მფლობელებისა და ფრანჩაიზისგან : ჩვენ მივიღებთ პირად ინფორმაციას თქვენ შესახებ Marriott-ის ბრენდირებული უძრავი ქონებისა და ფრანჩაიზის მფლობელებისგან, როგორიცაა განთავსების, გადახდის და მომსახურების შეღავათებთან დაკავშირებული ინფორმაცია.
პირადი ინფორმაციის გამოყენება

ჩვენ შეიძლება პირადი ინფორმაცია სხვადასხვა გზით გამოვიყენოთ, მათ შორის:

  • თქვენი მოთხოვნილი მომსახურების უზრუნველსაყოფად, როგორიცაა, დაჯავშნის გამარტივება, დასტურის ან ადრეული ჩამოსვლის შეტყობინებების გაგზავნა, შეხვედრების, ღონისძიებების ან ზეიმების მოწყობაში დახმარება, და თქვენთვის სხვა ინფორმაციის მიწოდება სასტუმროსა და მისი მიმდებარე ტერიტორიის შესახებ, სადაც თქვენ დაგეგმეთ გაჩერება.
  • თქვენი ჯავშნის მიღებისა და თქვენი განთავსებისთვის, მაგალითად, თქვენი გადახდის დასამუშავებლად, რათა დავრწმუნდეთ, რომ თქვენი ოთახი თავისუფალია და გაგიწიოთ შესაბემისი მომსახურება.
  • ჩვენი eFolio პროგრამასთან დაკავშირებით. Marriott-ის ან Ritz-Carlton Rewards--ის ნომერი, რომელსაც თქვენი ჯავშანი შეიცავს, მოქმედებს, როგორც eFolio იდენტიფიკატორი, რომელიც თქვენი ჩეკებისა და ინვოისების, თქვენივე ელექტრონული ფოსტის მისამართზე გადაგზავნის საშუალებას გაძლევთ. თუ Marriott-ის ან Ritz-Carlton Rewards--ის ნომერს იყენებს სხვა პიროვნების ოთახის დაჯავშნისას, ან თუ თქვენ სხვა პირისთვის დაჯავშნეთ და თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი მიუთითეთ, იმ პირის ინვოისები და ჩეკები ასევე თქვენს ელექტრონული ფოსტის მისამართზე აისახება. თქვენი პასუხისმგებლობაა იმ პიროვნებას ამცნობოთ, რომ მისი ანგარიშები და ჩეკები თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე მოვა, თქვენი Marriott -ის ან Ritz-Carlton Rewards-ის ნომერი ან ელექტრონული ფოსტის მისამართი სხვის ჯავშანზე იქნება მიბმული მანამ, სანამ ის შესახლების პროცესში სხვა მონაცემებს არ მიუთითებს.
  • რათა გამოგიგზავნოთ ადმინისტრაციული ინფორმაცია, მარკეტინგული კომუნიკაცია, სარეკლამო შეთავაზებები. ასევე პერიოდული მომხმარებლის კმაყოფილების, ბაზრის კვლევები ან ხარისხის უზრუნველყოფის კვლევები.
  • რათა გაგიწიოთ თქვენზე მორგებული მომსახურება, მაშინ, როდესაც ჩვენს ერთ- ერთ სასტუმროში რჩებით.
  • კონკურსებში, გათამაშებებში და სხვადასხვა აქციებში მონაწილეობის მისაღებად. ზოგ ამ საქმიანობას დამატებითი წესები აქვს, რომელიც შეიძლება შეიცავდეს დამატებით ინფორმაციას, თუ როგორ ვიყენებთ და ვამჟღავნებთ თქვენს პირად ინფორმაციას. ჩვენ გირჩევთ, რომ ნებისმიერი ამასთან დაკავშირებული წესი ყურადღებით წაიკითხოთ.
  • ჩვენი საქმიანი მიზნებისთვის, როგორიცაა მონაცემთა ანალიზი, აუდიტი, უსაფრთხოებისა და თაღლითობის მონიტორინგი და პრევენცია (მათ შორის დახურული მიკროსქემის ტელევიზიის გამოყენება, გასაღები ბარათი და სხვა უსაფრთხოების სისტემები), ახალი პროდუქტების დახვეწა, გაძლიერება, გაუმჯობესება ან ჩვენი მომსახურების მოდიფიკაცია, გამოყენებული ტენდენციების იდენტიფიკაცია, ჩვენი სარეკლამო კამპანიის ეფექტურობის განსაზღვრა და გაფართოება.

ჩვენ ასევე შეიძლება პირადი ინფორმაცია გამოვიყენოთ ლოიალურობის პროგრამებში, როგორიცაა Marriott-ისა და Ritz-Carlton-ს Rewards:

  • გამოგიგზავნოთ ინფორმაცია თქვენი ანგარიშის სტატუსთან და საქმიანობას დაკავშირებით;
  • შეაფასოთ ის სარგებელი, რომლის უფლებაც გაქვთ;
  • გამოიყენოთ ქულები Marriott Rewards-ის საკრედიტო ბარათის მეშვეობით;
  • მართოთ თქვენი არჩევანი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა დააგროვოთ (მაგ. მონაწილე ავიახაზების და სხვა კომპანიის ლოიალურობის პროგრამები), მართოთ, გამოიყენოთ და აკონტროლოთ თქვენი ქულები.
პირადი ინფორმაციის გამჟღავნება

თქვენი პირადი ინფორმაცია შეიძლება გამჟღავნდესთქვენთვის მომსახურებების გასაწევად, რომელსაც ჩვენ უზრუნველვყოფთ, როგორც საერთაშორისო სასტუმრო ქსელი:

  • ჯავშნები : პირადი ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გვაწვდით ჯავშვნის გასაკეთებლად, თქვენთვის შესაფერისი სასტუმროს შერჩევის საშუალებსას იძლევა. სასტუმროს შეიძლება ფლობდეს და მართავდეს Marriott ან მას შეიძლება ფლობდეს ან მართავდეს მესამე მხარე. თქვენი განთავსების შემდეგ, ჩვენ ვინახავთ თქვენს პირად ინფორმაციას, მათ შორის თქვენი განთავსების, შეღავათების, ოთახის / განსახლების ტიპის და კეთილმოწყობის გამოყენების დეტალების შესახებ.
  • Marriott Group-ის ფარგლებში : ჩვენ შეიძლება თქვენი პირადი ინფორმაცია სხვა კომპანიებს გავუმჟღავნოთMarriott Group კონფიდენციალურობის ამ ანგარიშში აღწერილის მიზნებისათვის, როგორიცაა თქვენი მომსახურებით უზრუნველყოფა ჩვენს ერთ-ერთ სასტუმროში თქვენს დარჩენასთან დაკავშირებით და თქვენთვის თქვენს არჩევანთან შეესაბამისი მარკეტინგული კომუნიკაციების გაგზავნის მიზნით.
  • მომსახურების პროვაიდერებისათვის : ჩვენ შეიძლება პირადი ინფორმაცია ჩვენს მესამე მხარეს, მომსახურების პროვაიდერებს გავუმჟღავნოთ, რომლებიც ისეთი მომსახურებით გვამარაგებენ, როგორიცაა სპა და რესტორნები ჩვენს სასტუმროებში, ვებ-საიტები, ჰოსტინგი, მონაცემთა ანალიზი, გადახდის გადამამუშავება, შეკვეთის შესრულება, საინფორმაციო ტექნოლოგიები და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა, კლიენტთა მომსახურეობა, წერილების გაგზავნა, აუდიტის ჩატარება და სხვა მომსახურებები.
  • უფლებამოსილი ლიცენზიატებისათვის : ჩვენ შეიძლება თქვენი პირადი ინფორმაცია უფლებამოსილ ლიცენზიატს გავუმჟღავნოთ იმ მომსახურებასთან დაკავშირებით, რომელიც თქვენს მიერ ჩვენთან გაკეთებულ დაჯავშვნას შეიცავს, მოგზაურობის შეთავაზების შესაბამის მომსახურებას ან Marriott-ისა და Ritz-Carltonი-ის ბრენდირებულ უძრავ ქონების დეველოპერებს უკავშირდება, ან უფლებმოსილ ლიცენზიატს ლიცენზირებული მარკეტინგის და ბიზნესის კეთების საშუალებას აძლევს. ასეთი პირადი ინფორმაცია ასევე შეიძლება მაგ. Marriott-ისა და Ritz-Carlton Rewards-ის ინფორმაციას შეიცავდეს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუ თქვენ ვებ-საიტს ეწვევით, რომელსაც უფლებამოსილი ლიცენზიატი მართავს, როგორიცაა Marriott Vacation Club, ამ ვებ-საიტის საშუალებით თქვენ მიერ მიწოდებული ნებისმიერი პირადი ინფორმაცია, ამ უფლებამოსილი ლიცენზიატის კონფიდენციალურობის პოლიტიკას დაექვემდებარება და არა კონფიდენციალურობის ამ ანგარიშს.
  • ფრანჩაიზისთვის : ჩვენ შეიძლება მომსახურებასთან დაკავშირებული თქვენი პირადი ინფორმაცია ფრანჩაიზს გავუმჟღავნოთ, მათ შორის ჩვენთან გაკეთებული დაჯავშვნის დეტალები.
  • მოგზაურობასთან დაკავშირებული მომსახურება: ჩვენ შეიძლება თქვენი პირადი ინფორმაცია არჩეულ მესამე მხარეს გავუზიაროთ, რომელთანაც ხელშეკრულებები გვაქვს დადებული, რაც მათ საშუალებას აძლევს Marriott- ისა და Ritz-Carlton-ის ბრენდირებული პროდუქცია შემოგთავაზონ. მაგ. ინფორმაციის გაზიარება მესამე მხარეს საშუალებას აძლევს გაგიწიოთ დამატებითი მომსახურებები, როგორიცაა ავიაბილეთები და მანქანების გაქირავება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეს კონფიდენციალურობის ანგარიში არ ეხება არანაირ ინფორმაციას, რომელსაც თქვენ შემდგომში უშუალოდ მესამე მხარეს აწდვით, მაგალითად, ინფორმაცია, რომელიც მანქანის დასაქირავებლადაა საჭირო.
  • eFolio პროგრამა : თუ თქვენ კომპანიის თანამშრომელი ხართ, რომელიც Marriott-ის eFolio პროგრამაში მონაწილეობს და სასტუმროს ხარჯები (სასტუმროს ფოლიოები) თქვენ თვითონ გადაიხადეთ Marriott-ის კორპორატიული საკრედიტო ბარათის გამოყენებით, რომელიც თქვენმა დამსაქმებელმა მოგაწოდათ, სასტუმროს ფოლიოების თქვენი დეტალური ამონაწერი, დაკავშირებული იმ საქონელსა და მომსახურებასთან, რომლითაც თქვენ ისარგებლეთ სასტუმროში ყოფნისას, საკრედიტო ბარათის კომპანიას ან მის აგენტებს გადაეგზავნება, რომელიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს, რომ ამონაწერი თქვენს დამსაქმებელს მიაწოდოს, რათა თანამშრომლის ხარჯების დამუშავებას ხელი შეუწყოს. კონფიდენციალურობის ეს ანგარიში თქვენი პირადი ინფორმაციის თქვენი დამსაქმებლის, ნებისმიერი საკრედიტო ბარათის კომპანიების, ბანკებისა და მათი აგენტების მიერ დამუშავებაზე არ ვრცელდება, და ჩვენ მათ მეთოდებზე პასუხისმგებელი არ ვართ.
  • გათამაშებების, კონკურსების და სხვა სარეკლამო აქციების სპონსორები .
  • სოციალური მედიის საშუალებით : ჩვენ შეიძლება თქვენი პირადი ინფორმაცია გავუმჟღავნოთ თქვენს მეგობრებს, რომლებიც თქვენს სოციალური მედიის ანგარიშს უკავშირდე ბიან, ვებ-საიტის სხვა მომხმარებლე ბს და თქვენი სოციალური მედიის ანგარიშის პროვაიდერს, თქვენი სოციალური გაზიარების ისეთ აქტივობასთან დაკავშირებით, როგორიცაა, მაგალითად, თუ თქვენ თქვენს სოციალური მედიის ანგარიშს თქვენს ონლაინ მომსახურების ანგარიშს დაუკავშირებთ ან თქვენს ონლაინ მომსახურების ანგარიშზე თქვენი სოციალური მედიის ანგარიშიდან შეხვალთ. თქვენი ონლაინ მომსახურების ანგარიშის თქვენს სოციალური მედიის ანგარიშთან დაკავშირებით, უფლებას გვაძლევთ ინფორმაცია თქვენი სოციალური მედიის ანგარიშის პროვაიდერს გავუზიაროთ და გესმით, რომ ჩვენთან გაზიარებული ინფორმაციის გამოყენება სოციალური მედიის საიტის კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად მოხდება. თუ თქვენ არ გსურთ თქვენი პირადი ინფორმაციის სხვა მომხმარებლისთვის ან თქვენი სოციალური მედიის ანგარიშის პროვაიდერისთვის გაზიარება, გთხოვთ, თქვენს სოციალური მედიის ანგარიშს თქვენს ონლიან მომსახურების ანგარიშს ნუ შეუერთებთ და ონლაინ მომსახურების სოციალურ გაზიარებაში მონაწილეობას ნუ მიიღებთ.

    გარდა ამისა, როდესაც თქვენ აირჩევთ ინფორმაცია განათავსოთ ფორუმებში, ჩეთში, პროფილის გვერდებზე და ბლოგებში და სხვა მომსახურებაში, რომელსაც შეუძლია თქვენი ინფორმაცია და მასალები (მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, ჩვენი სოციალური მედიის გვერდები) განათავსოს, ნებისმიერი ასეთი ინფორმაცია, რომელსაც თქვენ განათავსებთ ან გაამჟღავნებთ ამ მომსახურების მეშვეობით საჯარო გახდება და შეიძლება სხვა წევრებისა და ზოგადად საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. მოგიწოდებთ, რომ ძალიან ფრთხილად იყოთ, როდესაც რაიმე ინფორმაციის ონლაინ მომსახურეობაში გამჟღავნებას გადაწყვეტთ.
  • კორპორაციული რეორგანიზაცია : ჩვენ შეიძლება თქვენი პირადი ინფორმაცია მესამე მხარეს გავუმჟღავნოთ ნებისმიერი რეორგანიზაციის, შერწყმის, გაყიდვის, ერთობლივი საწარმოს, დანიშვნის, ჩვენი ბიზნესის ყველა ან რომელიმე ნაწილის, აქტივების ან კაპიტალის (მათ შორის ნებისმიერ გაკოტრებსთან ან მსგავსს პროცესებთან დაკავშირებული) გადატანის ან სხვა გადაადგილების შემთხვევაში.

ჩვენ ასევე შეიძლება პირადი ინფორმაცია გამოვიყენოთ და გავამჟღავნოთ რადგან მიგვაჩნია, რომ ეს აუცილებელი ან საჭიროა: (ა) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის კანონები თქვენი ქვეყნის გარეთ; (ბ)სამართლებრივი პროცესის შესაბამისად; (გ) პასუხი გასცეს თვითმმართველობისა და სამთავრობო დაწესებულებების მოთხოვნებს, მათ შორის თქვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებულ თვითმმართველობისა და სამთავრობო დაწესებულებებს; (დ) გაატაროს ჩვენი პირობები და ვადები ცხოვრებაში; (ე), დაიცვას ჩვენი ოპერაციები, ან ნებისმიერი ჩვენი განყოფილება; (ვ)დაიცვას ჩვენი უფლებები, კონფიდენციალურობა, უსაფრთხოება და საკუთრება, ან / და ჩვენი პარტნიორების, თქვენი და სხვისი; და (ზ)მოგვცეს ხელმისაწვდომი საშუალების გამოყენების შესაძლებლობა ან შეზღუდოს ზიანი, რომელიც შეიძლება მოგვადგეს.

სხვა ინფორმაციის შეგროვება

" სხვა ინფორმაცია " არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც თქვენ კონკრეტულ ვინაობას არ გამოავლენს ან უშუალოდ პიროვნებასთან არ არის დაკავშირებული, როგორიცაა:

  • ბრაუზერი და ინფორმაციის მოწყობილობა
  • აპლიკაციების გამოყენების მონაცემები
  • მოპოვებული ინფორმაცია ქუქების, პიქსელ ტეგებისა და სხვა ტექნოლოგიების საშუალებით
  • თქვენს მიერ მოწოდებული დემოგრაფიული და სხვა ინფორმაცია
  • ყველა მოპოვებული ინფორმაცია

თუ ჩვენ ვალდებულნი ვართ სხვა ინფორმაცია განვიხილოთ, როგორც პირადი ინფორმაცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მაშინ ჩვენ მისი გამოვიყენება იმ მიზნებისთვის შეგვიძლია, რისთვისაც ვიყენებთ და ვამჟღავნებთ პირად ინფორმაციას, როგორც ამ ანგარიშშია დეტალურად მოცემული.

ჩვენს და ჩვენი მესამე მხარის მომსახურების პროვაიდერებს სხვადასხვა ინფორმაციის სხვადასხვა გზით მიღება შეუძლიათ, მათ შორის:

  • თქვენი ბრაუზერის ან მოწყობილობის მეშვეობით: გარკვეული ინფორმაცია თქვენი მოწყობილობის საშუალებით გროვდება უმეტესად ბრაუზერებით ან ავტომატურად, როგორიცაა თქვენი მედია წვდომის კონტროლი (MAC) მისამართი, კომპიუტერის ტიპები (Windows ან Macintosh), ეკრანის გარჩევადობა, ოპერაციული სისტემის სახელი და ვერსია, მოწყობილობის მწარმოებელი და მოდელი, ენა, ინტერნეტ ბრაუზერის ტიპი და ვერსია, ონლაინ მომსახურების სახელი და ვერსია (როგორიცაა Apps) რომელსაც თქვენ იყენებთ. ჩვენ ვიყენებთ ამ ინფორმაციას ონლაინ მომსახურების სწორად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.
  • თქვენს მიერ აპლიკაციების გამოყენებით : როდესაც თქვენ ჩამოტვირთავთ და იყენებთ აპლიკაციებს, ჩვენ და ჩვენი მომსახურების პროვაიდერებმა შეიძლება აკონტროლოს და შეაგროვოს აპლიკაციის გამოყენების მონაცემები, როგორიცაა აპლიკაციის თქვენს მოწყობილობაში ხელმისაწვდომის თარიღი და დრო ჩვენი სერვერების მეშვეობით და თუ რა ინფორმაცია და ფაილი გადმოიწერეთ აპლიკაციაში თქვენი მოწყობილობის ნომრის საფუძველზე.
  • ქუქების გამოყენება : ქუქები არის ინფორმაციის ნაწილი, რომელიც პირდაპირ თქვენს მიერ გამოყენებულ კომპიუტერში ან მობილურ მოწყობილობაში ინახება. ქუქები ისეთი ინფორმაციის შეგროვების საშუალებას გვაძლევს, როგორიცაა ბრაუზერის ტიპი, ონლაინ მომსახურებისას გატარებული დრო, შესული გვერდები, URL შეტყობინება, ენის დაყებენა და სხვა შეგროვებული მონაცემები. ჩვენ და ჩვენი მომსახურების პროვაიდერები ინფორმაციას უსაფრთხოების მიზნით ვიყენებთ, რათა ხელი შევუწყოთ ნავიგაციას ინფორმაციის უფრო ეფექტურად დასანახად, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებას, თქვენი გამოცდილების გამოვლენას ონლაინ მომსახურების გამოყენებისას და თქვენი კომპიუტერის ამოცნობას თქვენი ონლაინ მომსახურების დასახმარებლად, როგორიცაა ონლაინ დაჯავშნის პროცესი. ჩვენ ასევე ვაგროვებთ სტატისტიკურ მონაცემებს ონლაინ მომსახურების გამოყენების შესახებ, რათა მუდმივად დავხვეწოთ მისი დიზაინი და ფუნქციონირება, გავიგოთ, თუ როგორ იყენებენ მას და მათთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში დავეხმაროთ

ქუქები შემდგომში ჩვენ საშუალებას გვაძლევს ავირჩიოთ თუ რომელი ჩვენი რეკლამა ან შემოთავაზებაა თქვენთვის საუკეთესო ასარჩევად და ონლიან მომსახურებისას რომელი აჩვენოთ ან რომელი თქვენი რეკლამა და მარკეტინგის ელ-წერილები გაგზავნოთ. ჩვენ ასევე შეგვიძლია ქუქის ან სხვა ტექნოლოგიების გამოყენება ჩვენი ონლაინ რეკლამებისა და მარკეტინგის ელ-წერილების მიმართ რეაქციის სათვალთვალოდ. თუ თქვენ არ გსურთ ქუქით მოპოვებული ინფორმაციის გამოყენება, არსებობს მარტივი პროცედურა უმეტეს ბრაუზერში, რომელიც ქუქის ავტომატურად შემცირების ან არჩევანის გაკეთების საშუალებას გაძლევთ, რომ თქვენს კომპიუტერში კონკრეტული ქუქი მიიღოთ ან შეამციროთ (ან ქუქები) საწყისი საიტიდან. თქვენ ასევე შგიძლიათ მიმართოთ http://www.allaboutcookies.org/manage-cookies/index.html . შეგიძლიათ აირჩიოთ ან არ მიიღოთ ქუქი თქვენს ბრაუზერში პარამეტრების შეცვლით ან თქვენი თვალთვალის პარამეტრების მართვით "თვალთვალის პრიორიტეტებზე" დაჭერით Marriott.com-ზე . თუმცა, თუ თქვენ ქუქებს არ იღებთ, თქვენ შეიძლება ონლაინ მომსახურების გამოყენებისას რაღაც დისკომფორტი განიცადოთ. მაგ. ჩვენ შეიძლება ვერ ამოვიცნოთ თქვენი კომპიუტერი და ყოველი შესვლისას რეგისტრაიის გავლა მოგიწიოთ. თქვენ ასევე შეიძლება ჩვენგან არ მიიღოთ სარეკლამო ან სხვა შეთავაზებები, რომელიც თქვენს ინტერესებსა და საჭიროებებს შეესაბამება. ამ დროს, ჩვენ არ ვპასუხობთ ბრაუზერის "არ უთვალთვალო" სიგნალებს.

  • pixel tag-ის გამოყენება და სხვა მსგავსი ტექნოლოგიები : Pixel tags (ასევე ცნობილია, როგორც ვებ-მიმღებები და მკაფიო GIFs) შეიძლება გამოვიყენოთ გარკვეული ონლაინ მომსახურებასთან დაკავშირებით, სხვა საკითხებთან ერთად, ონლაინ მომსახურების მომხმარებლების აქტიურობის თვალყური(მათ შორის ელექტრონული ფოსტის მიღება), ჩვენი მარკეტინგული კამპანიის ღონისძიების წარმატების განსაზღვრა და სტატისტიკის შედგენა ონლაინ მომსახურების გამოყენებისა და რეაგირების რეიტინგის შესახებ. ჩვენ ასევე ვიყენებთ Google Analytics და Adobe Analytics, რომელიც cookies და მსგავს ტექნოლოგიებს იყენებს მომსახურების გამოყენების შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზისთვის და აქტივობებისა და ტენდენციების გამოვლენის მიზნით. ამ მომსახურებამ შეიძლება შეაგროვოს ინფორმაცია სხვა საიტების, აპლიკაციებისა და ონლაინ რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით. შეგიძლიათ გაიგოთ Google-ის პრაქტიკის შესახებ აქ შესვლით www.google.com/policies/privacy/partners/ , და უარი თქვათ Google Analytics-ის უარყოფის ბრაუზერის დანამატის ჩამოტვირთვით, რომელიც ხელმისაწვდომია მისამართზე https://tools.google.com/dlpage/gaoptout . თქვენ შეგიძლიათ უფრო მეტი შეიტყოთ Adobe-ის შესახებ და უარი თქვათ აქ შესვლით http://www.adobe.com/privacy/opt-out.html .
  • Adobe Flash ტექნოლოგიის გამოყენება (მათ შორის ფლეშ ერთობლივი ლოკალური ობიექტები (“Flash LSOs”)) და სხვა მსგავსი ტექნოლოგიები: ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ Flash LSOs და სხვა ტექნოლოგიები, შევაგროვოთ და შევინახოთ ინფორმაცია თქვენს მიერ ონლაინ მომსახურების გამოყენების შესახებ. თუ თქვენ არ გსურთ Flash LSOs -ის შენახვა თქვენს კომპიუტერში, თქვენი Flash player-ის პარამეტრები შეგიძლიათ დაარეგულიროთ Flash LSO -ის შენახვის ბლოკზე იმ ინსტრუმენტების გამოყენებით, რომელიც შეიცავს საიტის შენახვის პარამეტრების პანელს . თქვენ ასევე შეგიძლიათ აკონტროლოთ Flash LSOs გლობალური მეხსიერების პარამეტრების პანელზე შესვლით და მიჰყვეთ შემდეგ ინსტრუქციებს (რომელიც შეიძლება შეიცავდეს ინსტრუქციებს, რომელიც ხსნის, მაგ. როგორ წავშალოთ არსებული Flash LSOs (მოხსენიებული, როგორც "ინფორმაცია" მაკრომედიის საიტზე), თუ როგორ ავიცილოთ Flash LSOs თქვენს კომპიუტერში განთავსებისგან თქვენი თხოვნის გარეშე, და (Flash Player 8 და შემდეგი) როგორ დავბლოკოთ Flash LSOs, რომლებიც არ არის მიწოდებული გვერდის ოპერატორის მიერ, როცა იქ ხართ იმ დროს). გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ Flash Player-ის შექმნა კრძალავს ან ზღუდავს მიღების Flash LSOs -ის მიღებას და შეიძლება შეამციროს ან ზოგიერთი ფლეშ პროგრამების ფუნქციონირებას ხელი შეუშალოს, მათ შორის, რომელიც ონლაინ მომსახურებასთან დაკავშირებით გამოიყენება. დამატებითი ინფორმაციისათვის, თქვენ შეიძლება ასევე მიმართოთ https://helpx.adobe.com/flash-player/kb/disable-local-shared-objects-flash.html
  • IP მისამართი: თქვენი IP მისამართი არის ნომერი, რომელიც ავტომატურად ენიჭება კომპიუტერს, რომელსაც თქვენ იყენებთ თქვენი ინტერნეტ პროვაიდერით (ISP). IP მისამართი შეიძლება იდენტიფიციებული იყოს და დარეგისტრირდეს ავტომატურად ჩვენი სერვერის ჟურნალის ფაილებში, როდესაც მომხმარებლი ონლაინ მომსახურებას იღებს, ვიზიტის დროითა და გვერდით (ები), რომლებსაც ეწვია. IP მისამართების შეგროვება სტანდარტული პრაქტიკაა და ეს ავტომატურად ხდება ბევრი საიტის, აპლიკაციებისა და სხვა მომსახურებების მიერ. ჩვენ IP მისამართებს ვიყენებთ ისეთი მიზნით, როგორიცაა გამოყენების დონეების კალკულაცია, სერვერის პრობლემების დიაგნოზისტიკა და ონლაინ მომსახურების ადმინისტრირება. ჩვენ ასევე შეგვიძლია თქვენი სავარაუდო მდებარეობა გავიგოთ თქვენი IP მისამართიდან.
  • ფიზიკური ადგილმდებარეობა და მობილურ ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული მომსახურება: ჩვენ შეგვიძლია თქვენი მოწყობილობის ფიზიკური ადგილმდებარეობა გავიგოთ, მაგალითად, სატელიტის, მობილური ტელეფონის ანძის, WiFi სიგნალებისა ან სხვა ტექნოლოგიების გამოყენებით. ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი მოწყობილობის ფიზიკური ადგილმდებარეობა, რათა თქვენ პერსონალური ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული მომსახურება და შინაარსი მოგაწოდოთ, მათ შორის შეძლოთ თქვენთან ახლოს მდებარე სასტუმრო იპოვოთ.

    თუ თქვენ ერთ-ერთი აპლიკაცია გადმოწერეთ, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ სპეციალური შეთავაზებების მისაღებად ტექნოლოგიების გამოყენებაზე დათანხმებით, რაც საშუალებას გვაძლევს თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია შევაგროვოთ, როდესაც თქვენ ჩვენს ახლოს მდებარე სასტუმროებში ხართ თქვენი მობილური მოწყობილობის ბლუთუზით ან მსგავსი შესაძლებლობების გამოყენებით. ჩვენ შევაგროვებთ ამ ინფორმაციას, თუ თქვენ ჩაერთვებით აპლიკაციაში (ან თქვენი თავდაპირველი შესვლისას ან მოგვიანებით) სპეციალური შეთავაზებების მისაღებად და ამ შესაძლებლობებს თქვენს მობილურ მოწყობილობაში ჩატვირთავთ. თუ თქვენ ასე მოიქცევით აპლიკაცია ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას გააგრძელებს, როდესაც თქვენ წევრ სასტუმროში ან მის ახლოს ხართ, სანამ თქვენ არ გამოხვალთ აპლიკაციიდან (ანუ, აპლიკაცია შეაგროვებს ამ ინფორმაციას, თუ ეს უკანა პლანზეა) ან სხვა მოწყობილობას არ გამოიყენებთ Marriott-ის აპლიკაციიდან გამოსასვლელად.

    ჩვენ ასევე შესაძლოა თქვენი მოწყობილობის ფიზიკური ადგილმდებარეობა გავიზიაროთ, იმ ინფორმაციასთან ერთად, თუ რა რეკლამა ნახეთ და სხვა ინფორმაციაც, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ ჩვენს მარკეტინგის პარტნიორებთან ერთად, რათა მათ შეძლონ უფრო პერსონიფიცირებული კონტენტი შემოგთავაზონ და სარეკლამო კამპანიის ეფექტურობა შეისწავლონ. ზოგიერთ შემთხვევაში, თქვენ შეიძლება დაგრთონ ნება დაუშვათ ან უარყოთ თქვენი მოწყობილობის ადგილმდებარეობის ასეთი გამოყენება და/ ან გაზიარება, მაგრამ თუ ჩვენ ასე გსურთ, ჩვენ და / ან ჩვენი მარკეტინგული პარტნიორები ვერ შევძლებთ მოგაწოდოთ შესაბამისი პერსონალური მომსახურება და შინაარსი.
  • ერთობლივი ინფორმაციით : ერთიანი პირადი ინფორმაცია პირადად არ ახდენს თქვენი ან მომსახურების ვინმე სხვა მომხმარებლის იდენტიფიცირებას (მაგ. ჩვენ შეიძლება გავაერთიანოთ პირადი ინფორმაცია ჩვენი მომხმარებლების პროცენტის გამოთვლით, ვისაც აქვს კონკრეტული სატელეფონო კოდი).
სხვა ინფორმაციის გამოყენება და გამჟღავნება

ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ და გავაჟღავნოთ სხვა ინფორმაცია ნებისმიერი მიზნით, გარდა მაშინ, როცა ჩვენ ამას გვთხოვენ, სხვაგვარად მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით. ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება სხვა ინფორმაცია პირად ინფორმაციასთან გავაერთიანოთ (როგორიცაა თქვენი სახელის თქვენს ადგილმდებარეობასთან გაერთიანება). თუ ჩვენ ასე მოვიქცევით, ჩვენ გამოვიყენებთ გაერთიანებულ ინფორმაციას, როგორც პირად ინფორმაციას, რადგან ის კომბინირებული იქნება.

  • მესამე მხარე : კონფიდენციალურობის ანგარიში არ მიმართავს, და ჩვენ კონფიდენციალურობაზე, ინფორმაციაზე ან ნებისმიერი მესამე მხარის ქმედებებზე პასუხისმგებელი არ ვართ, მათ შორის ნებისმიერი მესამე მხარის მოქმედ ნებისმიერ საიტსა ან მომსახურებაზე, რომლის მომსახურების ბმული, მესამე მხარესთან ნაწარმოებ ანგარიშსწორებაზე, ან ნებისმიერი მესამე მხარის ვებ -საიტზე, რომელიც მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ პროვაიდერების საწყისი გვერდია ჩვენს სასტუმროებში. ონლაინ მომსახურებაში ბმულის ჩართვა არ გულისხმობს მიბმული საიტის ან მომსახურების დადასტურებას ჩვენს ან ან ჩვენი შვილობილის მიერ. ჩვენ არ ვაკონტროლებთ და მესამე მხარის მიერ თქვენი პირადი ინფორმაციის ასეთ შეგროვებაზე, გამოყენებასა და გამჟღავნებაზე პასუხისმგებელი არ ვართ.

    გარდა ამისა, ჩვენ პასუხს არ ვაგებთ სხვა ორგანიზაციების ინფორმაციის შეგროვებაზე, გამოყენებაზე, გამჟღავნებაზე ან უსაფრთხოების პოლიტიკასა და პრაქტიკაზე, როგორიცაა Facebook, Apple, Google, Microsoft, RIM ან სხვა აპლიკაციის დეველოპერი, აპლიკაციის პროვაიდერი, სოციალური მედიის პლატფორმის პროვაიდერი ან ოპერაციული სისტემის პროვაიდერი, უკაბელო მომსახურების პროვაიდერი ან მოწყობილობის მწარმოებელი, მათ შორის თქვენს მიერ სხვა ორგანიზაციებისთვის გამჟღავნებულ ნებისმიერ პერსონალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით აპლიკაციებით ან მათსთან დაკავშირებით ან ჩვენი სოციალური მედიის გვერდებზე.
  • მესამე მხარის რეკლამის განმცხადებელნი : ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ მესამე მხარის სარეკლამო კომპანიები საქონელსა და მომსახურებასთან დაკავშირებული რეკლამისთვის, რომელიც შეიძლება საინტერესო იყოს თქვენთვის, ჩვენი ონლაინ სერვისების გამოყენებისას. ამისათვის, ამ კომპანიებმა შეიძლება განათავსოს უნიკალური ქუქი თქვენს ბრაუზერზე (მათ შორის პიქსელ ტეგის გამოყენებით). თუ ამ პრაქტიკის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება გსურთ, და ამასთან დაკავშირებით თქვენი არჩევანის შესახებ შეიტყოთ, გთხოვთ, ეწვიოთ http://www.networkadvertising.org/managing/opt_out.asp და http://www.aboutads.info/ . თქვენ შეგიძლიათ ჩატვირთოთ AppChoices აპლიკაცია www.aboutads.info/appchoices გამოხვიდეთ მობილური აპლიკაციებიდან.

Drawers

უსაფრთხოება

ჩვენ გვინდა, რომ გამოვიყენოთ გონივრული ორგანიზაციული, ტექნიკური და ადმინისტრაციული ზომები პირადი ინფორმაციის დასაცავად ჩვენს ორგანიზაციაში. სამწუხაროდ, მონაცემთა გადაცემის ან შენახვის არც ერთი სისტემა 100% -იანი უსაფრთხოების გარანტი ვერ იქნება. თუ თქვენ საფუძველი გაქვთ იფიქროთ, რომ თქვენი ჩვენთან თანამშრომლობა აღარ არის უსაფრთხო (მაგალითად, თუ გრძნობთ, რომ თქვენი ანგარიშის უსაფრთხოება საფთხის ქვეშაა) გთხოვთ, დაუყოვნებლივ გვამცნოთ ქვემომოცემულ "დაგვიკავშირდით" განყოფილების შესაბამისად.

არჩევანი, წვდომა და შენახვა

თუ აღარ გსურთ მიიღოთ მარკეტინგთან დაკავშირებული ელწერილები, თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ვებ გვერდს ან მიჰყვეთ ინსტრუქციას ნებისმიერ ასეთ ელწერილში, რომელსაც ჩვენგან მიიღებთ.

გარდა ამისა, Marriott -ისა და The Ritz-Carlton -ის Reward წევრებსაც შეუძლიათ საკუთარი ანგარიშის მეშვეობით ან ქვემოთ მითითებულ მისამართზე წერილის გაგზავნით უარი თქვან კომუნიკაციაზე, 1818, 90 ნორს ქ., ომაჰა, ნებრასკა 68114-1315 აშშ.

ჩვენ შევეცდებით, რომ თქვენი მოთხოვნა (ები) რაც შეიძლება სწრაფად შევასრულოთ. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ თქვენ უარს იტყვით ჩვენგან სარეკლამო ხასიათის წერილების მიღებაზე, ჩვენ შესაძლოა მაინც გამოგიგზავნოთ მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული შეტყობინებები, რომლებიც მარკეტინგული წერილების კატეგორიაში არ ერთიანდება.

სპეციალური განცხადება კალიფორნიის მოსახლეობისთვის:
ინდივიდუალურ მომხმარებლებს, რომლებიც კალიფორნიაში ცხოვრობენ და თავიანთი პირადი ინფორმაცია მოგვაწოდეს, შეიძლება მოვთხოვოთ პირადი ინფორმაციის გარკვეული კატეგორიების გაზიარება მესამე მხარეებისთვის, მათ შორის Marriott-ის ჯგუფის შვილობილი კომპანიებისთვის, მათი უშუალო მარკეტინგული მიზნებისთვის. ასეთი მოთხოვნები ჩვენ უნდა გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე privacy@marriott.com, ან:

Marriott International, Inc.
Global Compliance, კონფიდენციალურობა
10400 ფერნვუდ როუდი
ბიფეზდა, მერილენდი 20817
ამერიკის შეერთებული შტატები
 

ასეთი მოთხოვნის მიღებიდან ოცდაათი დღის განმავლობაში, გადმოგეგზავნით პირადი ინფორმაციის კატეგორიების ჩამონათვალს, რომელიც გამჟღავნებული იქნება მესამე მხარისთვის მარკეტინგული მიზნებისთვის. ასევე მიიღებთ მესამე მხარე ორგანიზაციების სახელებსა და მისამართებს, რომელთაც ხელი მიუწვდებათ ამ ინფორმაციაზე მიმდინარე წლის განმავლობაში. ეს მოთხოვნა შეიძლება მხლოდ ერთხელ გაკეთდეს კალენდარული წლის განმავლობაში. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას არ ვუპასუხოთ მოთხოვნას, რომელიც წარდგენილია მისამართებზე ამ პუნქტში მოცემული

მისამართების გარდა.

როგორ შეგიძლიათ თქვენი პირადი ინფორმაციის ნახვა, შეცვლა ან გაუქმება :

თუ გსურთ განიხილოთ, შეასწოროთ, განაახლოთ, გააუქმოთ ან წაშალოთ პირადი ინფორმაცია, რომელიც თქვენ ადრე მოგვაწოდეთ, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე privacy@marriott.com - ზე, ან:

Marriott International, Inc.
Global Compliance, კონფიდენციალურობა
10400 ფერნვუდ როუდი
ბიფეზდა, მერილენდი 20817
ამერიკის შეერთებული შტატები
 

თქვენი მოთხოვნით, გთხოვთ, გაარკვიოთ, თუ რა პირადი ინფორმაციის შეცვლა გსურთ, თუ გინდათ, რომ თქვენი პირადი ინფორმაცია გაუქმებული იყოს ჩვენს მონაცემთა ბაზაში, ან სხვა სახის შეზღუდვები, რომელიც გსურთ რომ დაგვიწესოთ თქვენი პირადი ინფორმაციის გამოსაყენებლად. თქვენი დაცვისთვის, ჩვენ თქვენს მოთხოვნებს პირადი ინფორმაციის გათვალისიწნებით ვასრულებთ, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული ელფოსტის მისამართთან, რომელსაც თქვენ იყენებთ თქვენი მოთხოვნის გამოსაგზავნად, ხოლო ჩვენ უნდა მოვახდინოთ თქვენი პიროვნების იდენტიფიცირება თქვენი მოთხოვნის შესასრულებლად. ჩვენ შევეცდებით, რომ თქვენი მოთხოვნა რაც შეიძლება სწრაფად შევასრულოთ.

შენახვა : სანამ კონკრეტულად არ მოითხოვთ, გთხოვთ, არ გამოგვიგზავნოთ და არ გაგვიმჟღავნოთ ნებისმიერი სენსიტიური პირადი ინფორმაცია (მაგ , სოციალური უსაფრთხოების ნომერი, ეროვნების მიმანიშნებელი ნომერი, ინფორმაცია დაკავშირებული რასობრივ ან ეთნიკურ წარმომავლობასთან, პოლიტიკური შეხედულებების , რელიგიის ან სხვა შეხედულებების, ჯანმრთელობის, ბიომეტრიული ან გენეტიკური მახასიათებლები, კრიმინალური წარსული ან პროფკავშირების წევრობა) ან მომსახურების მეშვეობით ან სხვაგვარად.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ შეიძლება დაგვჭირდეს გარკვეული ინფორმაციის შენახვა აღრიცხვის მიზნით და/ ან ნებისმიერი ოპერაციის შესრულებისთვის, რომელიც თქვენ დაიწყეთ ცვლილების ან წაშლის მოითხოვნამდე (მაგ. როდესაც იძენთ რამეს ან დაჯავშნისას, ან დახმარებაში შესვლისას, თქვენ შეიძლება ვერ შეძლოთ შეცვალოთ ან წაშალოთ პირადი ინფორმაცია, რომელიც მიწოდებულია ასეთი შესყიდვის, დაჯავშნის, ან დახმარების დასრულებამდე). ასევე შეიძლება არსებობდეს ინფორმაცია, რომელიც დარჩება ჩვენს მონაცემთა ბაზებში და სხვა ჩანაწერებში, რომელიც არ ამოიშლება. გარდა ამისა, შეიძლება იყოს გარკვეული ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვერ საშძლებთ რომ გაჩვენოთ იურიდიული, უსაფრთხოების, ან სხვა მიზეზის გამო.

ჩვენ გვექნება თქვენი პირადი ინფორმაცია იმ დროის განმავლობაში, რომელიც საჭიროა კონფიდენციალურობის ამ ანგარიშში ასახული მიზნების შესასრულებლად, თუ მისი შენახვა უფრო მეტი დროით არ არის მოთხოვნილი ან კანონით დაშვებული.

მომსახურების გამოყენება არასრულწლოვანთა მიერ

მომსახურება არ არის განკუთვნილი ცამეტ (13) წლამდე პირებისთვის და ჩვენ მოვითხოვთ, რომ მათ არ მიეწოდოთ პერსონალური ინფორმაცია მომსახურების გაწევის პროცესში.

საზღვარგარეთ გადატანა

Marriott Group არის საერთაშორისო ორგანიზაცია და საერთაშორისო მომსახურებას უზრუნველყოფს. ინფორმაციის საზღვარგარეთ გაზიარება აუცილებელია მომსახურებისთვის ისე, რომ თქვენ მიიღოთ იგივე მაღალი ხარისხის მომსახურება, სადაც არ უნდა იყოთ მსოფლიოში. შედეგად, ჩვენ შეგვიძლია, მოქმედი კანონის შესაბამისად, პერსონალური და სხვა შეგროვებული ინფორმაციის მიწოდება მომსახურების მომწოდებელი ორგანიზაციებისთვის იმ ქვეყნებში, სადაც ინფორმაციის დაცვის სტანდარტები შეიძლება განსხვავებული იყოს იმ ქვეყნისგან, სადაც თქვენ ცხოვრობთ. ჯავშნით, Marriott-ში გაჩერებით ან Marriott-ის ნებისმიერი ბრენდირებული მომსახურების გამოყენებით, თქვენ გესმით, რომ ჩვენ შეგვიძლია თქვენი პირადი ინფორმაციის გლობალურად გამოყენება.

განახლება ამ კონფიდენციალურობის ანგარიშის

ჩვენ შეიძლება შევცვალოთ კონფიდენციალურობის ეს ანგარიში. "ბოლო განახლება" ამ გვერდის ზედა მხარეს წარწერა მიუთითებს, თუ კონფიდენციალობის ეს ანგარიში როდის იყო ბოლოს განახლებული. ნებისმიერი ცვლილება ძალაშია, როდესაც ჩვენ შესწორებულ კონფიდენციალობის ანგარიშს ონლიან მომსახურებაში განვათავსებთ. მომსახურების თქვენს მიერ გამოყენება ამ ცვლილებების დაცვით ნიშნავს იმას, რომ თქვენ კონფიდენციალურობის შესწორებული ანგარიში მიიღეთ .

დაგვიკავშირდით

თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა კონფიდენციალურობის ამ ანგარშის შესახებ, გთხოვთ, მოგვწეროთ: privacy@marriott.com, ან:

Marriott International, Inc.
Global Compliance, კონფიდენციალურობა
10400 ფერნვუდ როუდი, ბიფეზდა, მერილენდი 20817
ამერიკის შეერთებული შტატები
 

იმის გამო, რომ ელ კომუნიკაციები ყოველთვის უსაფრთხო არ არის, გთხოვთ, არ შეიტანოთ საკრედიტო ბარათის ან სხვა თქვენთვის სენსიტიური ინფორმაცია თქვენ მიერ გამოგზავნილ ელწერილში.

დაკავშირებული ბმულები