MARRIOTT U.S.- ის სტუმართა კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკა

ბოლო განახლება: 18 მაისი 2018

Marriott International, Inc-მა და ქვემოთ ჩამოთვლილმა შვილობილმა კომპანიებმა შტატებში ( „Marriott აშშ“) შეიმუშავეს ეს კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკა იმისათვის, რომ დაგეხმარონ, გაიგოთ თუ როგორ ვამუშავებთ ჩვენ სტუმართა იმ პერსონალურ მონაცემებს, რომლებსაც ევროპის ეკონომიკური სივრცის ტერიტორიაზე არსებული ჩვენი შვილობილი კომპანიების, მესაკუთრეების ან ფრანჩიზებისაგან ვიღებთ.  ეს კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკა თან ერთვის Marriott group - ის გლობალური კონფიდენციალურობის განაცხადს.  იმ შემთხვევაში, თუ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული ამ პოლიტიკაში, ამ კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკაში არსებულ კაპიტალიზირებულ პირობებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც Marriott group - ის გლობალური კონფიდენციალურობის განაცხადში არსებულ პირობებს.

Marriott U.S. მიუერთდა ევროკავშირი-ამერიკის და შვეიცარია-ამერიკის  კონფიდენციალურობის დაცვის პროგრამას („კონფიდენციალურობის დაცვა“) და მზად არის მიჰყვეს კონფიდენციალურობის დაცვის პრინციპებს, რომელიც მოიცავს დამატებით პრინციპებს (ერთად, „პრინციპებს“) ევროპის ეკონომიკურ სივრცეში და შვეიცარიაში არსებული ყველა სტუმრის პერსონალური მონაცემებისთვის.  მეტი ინფორმაცია კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://www.privacyshield.gov გახსენით სხვადასხვა ბრაუზერის ჩანართში და სერტიფიცირებული ორგანიზაციების სია შეგიძლიათ იხილოთ აქ: www.privacyshield.gov/list გახსენით სხვადასხვა ბრაუზერის ჩანართში.
 

ევროპის ეკონომიკური სივრცისა და შვეიცარიიდან მიღებული პერსონალური მონაცემები

Marriott U.S.-მა პერსონალური მონაცემები შესაძლოა მიიღოს ევროპის ეკონომიკური სივრცისა და შვეიცარიის ისეთი წყაროებიდან, როგორებიცაა:

  •  ​სახელი, სქესი, საცხოვრებლისა და სამსახურის მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელ.ფოსტის მისამართი, თქვენი ბიზნეს ტიტული, დაბადების თარიღი და ადგილი, შემოსავალი, ეროვნება, ენა, პასპორტისა და სახელმწიფოს მიერ გაცემული სხვა დიკუმენტაციის მონაცემი.
  •  ბიომეტრული მონაცემები, შესაბამის კანონთან თავსებადი;
  •  მონაცემები, როგორიცაა ბავშვთა ასაკი და სახელები, ოჯახის წევრებისა და თანმხლებთა  შესახებ.
  •  მნიშვნელოვანი თარიღები, როგორიცაა დაბადების დღეები და განსაკუთრებული შემთხვევები.
  •  სტუმართა პრიორიტეტები და ინდივიდუალიზებული მონაცემები („პერსონალური პრიორიტეტები“), მათ შორის:
    •  ინფორმაცია თქვენი ინტერესების, საქმიანობისა და ჰობის შესახებ,  საკვებისა და სასმლის არჩევანი, ფიტნეს საქმიანობა, ჰობი, მომსახურება და კეთილდღობის ის ელემენტები, რომლებსაც თქვენ გვირჩევთ ან ჩვენ ვსწავლობთ თქვენი ვიზიტის განმავლობაში.
  •  გახორციელებული ზარები, გაგზავნილი/მიღებული ფაქსი ან  სატელეფონო შეტყობინებების ქვითრები, რომლებსაც ჩვენს სტუმრებს გადავცემთ მათი სტუმრობისას ან დარჩენის განმავლობაში.;
  •  საუბრის ჩანაწერები თქვენსა და ჩვენს წარმომადგენლებს შორის, ხარისხის უზრუნველჰყოფისა და ტრენინგის მიზნით.
  •  საკრედიტო და სადებეტო ბარათის ნომერი ან სხვა გადახდის მონაცემები;
  •  წევრობის და ლოიალურობის პროგრამის მონაცემები ( მათ შორის ერთობლივი საგადასახადო პროგრამები), ონლაინ მომხმარებლის ანგარიშის დეტალები, პროფილისა და კოდური სიტყვის დეტალები და სხვა სამოგზაურო პარტნიორობის პროგრამები.
  •  დამსაქმებელისა ან სხვა შესაბამისი დეტალები, იმ შემთხვევაში თუ ხართ კორპორატიული ანგარიშის თანამშრომელი, მოვაჭრე ან სხვა სახის ბიზნეს პარტნიორი (მაგ. ტურისტული აგენტი ან შეხვედრებისა და ღონისძიების დამგეგმავი);
  •  დამატებითი საკონტაქტო მონაცემები თქვენს შესახებ, რომლებსაც ზოგჯერ ვიღებთ მესამე მხარეებისაგან, რომელთანაც ჩვენ ვაწარმოებთ ბიზნესს (მაგ. ტურისტული აგენტები ან მსგავსი პროვაიდერები);
  •  მოგზაურობის მარშრუტისა და ტურის ან აქტივობის ჯგუფის მონაცემები.
  •  სოციალური მედიის ანგარიშის საიდენტიფიკაციო ან მომხმარებლის საიდენტიფიკაციო, პროფილის ფოტო და სხვა მონაცემები, რომელსაც ხელმისაწვდომს ხდით საჯაროდ ან ჩვენთვის, თქვენი სოციალური მედიის ანგარიშის საშუალებით, ასევე საჯაროდ ხელმისაწვდომი პლატფორმებიდან ან სხვა წყაროებიდან

(ერთად, „პერსონალური მონაცემები“”).
 

პერსონალური მონაცემების გამოყენება

ჩვენთვის გამოგზავნილი ნებისმიერი პერსონალური მონაცემი შესაძლოა გამოყენებულ იქნას Marriott U.S. -ისა და მისი პროვაიდერების მიერ, Marriott Group-ის გლობალური კონფიდენციალობის განაცხადში აღნიშნული მიზნების შესაბამისად.  თუ ჩვენ გადავწყვეტთ გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური მონაცემები იმ მიზნებისთვის, რომელიც მატერიალურად განსხვავდება ამ მიზნებისგან ან თუ ჩვენ გადავწყვეტთ, გადავცეთ  მესამე მხარეს, რომელიც არ იყო უწინ ნახსენები, ჩვენ გაცნობებთ ამის შესახებ და მოგცემთ საშუალებას არ დაეთანხმოთ ამგვარი მონაცემების გამოყენებას და/ან სხვისთვის გადაცემას, როდესაც ეს მონაცემები შეიცავს სენსიტიურ პერსონალურ ინფორმაციას. 
 

გაზიარება პარტნიორებისა და მესამე პირებისათვის.
თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლოა გავუმხილოთ შემდეგს:

  •  Marriott Group-ს კონფიდენციალურობის დაცვაში აღნიშნული მიზნებისათვის. 
  •  მომსახურების პროვაიდერებს.
  •  მესამე მხარეებს, რომლებიც გვთავაზობენ მოგზაურობის, სტუმართმოყვარეობის, გასართობ და სხვა სერვისებს, როგორიცაა ფრანშიზები, მართვადი ობიექტების მფლობელობი, ავტორიზებული ლიცენზიატები და სტრატეგიული ბიზნეს პარტნიორებს,  იმისათვის, რათა გავაუმჯობესოთ თქვენი გამოცდილება.
  •  თქვენს დამსაქმებელს ან საკრედიტო ბარათის კომპანიას იმ შემთხვევაში, თუ მონაწილეობას მიიღებთ Marriott Group-ის eFolio პროგრამაში;
  •  ლატარეების, შეჯიბრებების და მსგავსი რეკლამების სპონსორ მესამე პირებს;
  •  მესამე მხარეს, ჩვენი ბიზნესის, აქტივების ან კაპიტალის (მათ შორის გაკოტრების ან მსგავსი პროცესების ) ნებისმიერი რეორგანიზაციის, შერწყმის, გაყიდვის, ერთობლივი სპეკულაციის, დანიშვნის, გადაცემის ან სხვა განკარგულების შემთხვევაში.

გაზიარება მომსახურების პროვაიდერებისათვის.

ჩვენ ზოგჯერ კონტრაქტს ვდებთ სხვადასხვა კომპანიებთან და ინდივიდებთან რათა გავაუმჯობესოთ ჩვენზე დაკისრებული ფუნქციები და მოგაწოდოთ უკეთესი სერვისი ჩვენს სასტუმროებს, რესტორნებსა და სპა სალონებში. ჩვენ გვსურს ასე გავაუმჯობესოთ ჩვენი ვებსაიტი, მონაცემთა გადამუშავება, გადახდის სისტემები, შეკვეთის შესრულება, ინფორმაციული ტექნოლოგიების და სხვა სახის ინფრასტრუქტურის მოწოდება, მომხმარებელთა მხარდაჭერა, ელ-ფოსტის გზავნილები, აუდიტი და სხვა სერვისები.  საკუთარი ფუნქციის უკეთ შესასრულებლად, მათ შესაძლოა წვდომა ჰქონდეთ საჭირო პერსონალურ მონაცემებზე, თუმცა მათ აკრძალული აქვთ ამ ინფორმაციის გამოყენება ყოველი სხვა მიზნით, რომელიც არ ეხება ჩვენთვის სერვისის მოწოდებას.  Marriott U.S მოითხოვს მისი სერვისის მომწოდებლებისგან, რომელთაც წვდომა აქვთ პერსონალურმონაცემებზე ევროპის ეკონომიკურ სივრცესა და შვეიცარიიდან, რომ ჰქონდეთ იგივე დონის დაცვა, როგორსაც მოითხოვს Privacy Shield Principles.  ჩვენ ვალდებულნი ვართ დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი სერვისის მომწოდებლები აწარმოებენ ინფორმაციის გადამუშავებას ჩვენი ობლიგაციებისა და პრინციპების შესაბამისად.  
 

მონაცემების დაცვა

პერსონალური ინფორმაციის ბუნებისა და მის გადამუშავებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით. ჩვენ ვიყენებთ მიზანშეწონილ ფიზიკურ, ელექტრონულ და ადმინისტრაციულ ზომებს, რათა დავიცვათ თქვენი პირადიმონაცემები დაკარგვისგან, არასწორი გამოყენებისგან, არაავტორიზებული წვდომებისგან, გამჟღავნებისგან, შეცვლისგან და განადგურებისგან, 
 

მონაცემთა ერთობლიობა და გამოყენების ლიმიტები

ჩვენ ვზღუდავთ პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და გამოყენების ლიმიტებს მანამდე, სადამდეც ეს მონაცემები დაკავშირებულია ჩვენთან და არ გადავამუშავებთ ამ მონაცემებს იმ გზებით, რომელიც არ შედის იმ მიზნების ჩამონათვალში, რისთვისაც შეგროვდა და ავტორიზდა თქვენს მიერ.  ჩვენ ვდგამთ გონივრულ ნაბიჯებს, რათა დავრწმუნდეთ რომ პერსონალურიმონაცემები გამოიყენება დანიშნულებისამებრ, სრულად, ზუსტად და მიზანმიმართულად პერსონალურიინფორმაციის გამოყენების აუცილებლობიდან გამომდინარე.
 

წვდომა პერსონალურ მონაცემებზე

თქვენ შეგიძლიათ წერილობითი ფორმით მოითხოვოთ თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაციის გადახედვა, შესწორება, ან სისტემიდან წაშლაprivacy@marriott.com.
 

კონფიდენციალურობის ფარის გამოყენება და დავების გადაწყვეტა

ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევაშ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე.  ჩვენ გამოვიძიებთ და გადავწყვეტთ თქვენს საყვედურებსა და სადაო საკითხებს პერსონალურიინფორმაციის გამჟღავნებასთან დაკავშირებით, კონფიდენციალურობის ფარის პრინციპების გამოყენებით.

თუ ჩვენ ვერ შევძლებთ დავაკმაყოფილოთ თქვენი საყვედური ან სადაო საკითხი, თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ JAMS. ისინი გამოიძიებენ თქვენს საქმეს და გაგიწევენ სათანადო დახმარებას ყოველგვარი ფულადი საფასურის გარეშე.  გთხოვთ მიმართეთ:  https://www.jamsadr.com გახსენით სხვადასხვა ბრაუზერის ჩანართში დამატებითი ინფორმაციისთვის.

კონფიდენციალურობის ფარის პრინციპებიდან გამომდინარე, თქვენ ასევე საშუალება გეძლევათ გამოიყენოთ დამოუკიდებელი არბიტრაჟი. რათა გადაწყდეს ის საკითხი, რომლის გადაწყვეტაც ვერ მოხერხდა სხვა გზებით.  Marriott U.S ექვემდებარება აშშ-ს ფედერალური სავაჭრო კომისიის (FTC) საგამოძიებო და სააღსრულებლო ორგანოების უფლებამოსილებას.


მონაცემთა გადაცემა კანონის მოთხოვნით

ჩვენ შესაძლოა დაგვჭირდეს პერსონალური მონაცემების გამჟღავნება საჯარო ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე, კანონის აღსრულებისა ან ეროვნული უსაფრთხოების მიზნით ან იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ქმედება აუცილებელია სასამართლო პროცესის ან სასამართლო წესრიგის შესრულებისას, ან კანონით მოთხოვნის შემთხვევაში. 
 

საკონტაქტო ინფორმაცია

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ამ კონფიდენციალურობის ფარის კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესახებ, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის privacy@marriott.com საშუალებით ან ,გთხოვთ, მოგვწეროთ შემდეგ მისამართზე:

Marriott International, Inc.
გლობალური სამართლებრივი ნორმების დაცვა, კონფიდენციალურობა
10400 Fernwood Road
Bethesda, MD 20817
ამერიკის შეერთებული შტატები 
 

კონფიდენციალურობის დაცვის ცვლილებები

პოლიტიკა შესაძლოა დროდადრო შეიცვალოს, კონფიდენციალურობის ფარის მოთხოვნების შესაბამისად.  თქვენ შეგიძლიათ გაარკვიოთ, თუ ბოლოს როდის გადაიხედა ეს პოლიტიკა, ამ გვერდით თავში ფრაზის „ბოლოს განახლებული“-ს მითითების საშუალებით.  ჩვენი პოლიტიკის ნებისმიერი ცვლილება ძალაში შედის ვებ-გვერდზე განახლებული პოლიტიკის გამოქვეყნებისთანავე. 
 

ამ პოლიტიკაში შემავალი Marriott U.S.-ის ორგანოები.

Marriott Hotel Services, Inc.
Marriott International Administrative Services, Inc.
Marriott Rewards, Inc.
Marriott Worldwide Reservation Services, LLC
Starwood Hotels & Resorts Management Company, LLC
Starwood Hotels & Resorts Worldwide, LLC
Starwood Reservations LLC
The Ritz-Carlton Hotel Company, LLC
Galaxy Hotel Systems LLC